მთავარისიახლეებისამართალიხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

Published on

მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე გახსნილია. მის მკვლელობაში მხილებული არიან უკრაინის მოქალაქე, 31 წლის ოლექსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 43 წლის ოლეგ დოევი. 

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, მათ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დატოვეს ქვეყნის ფარგლები. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ბესო ხარძიანი 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენს საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს, სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელი მოპედით გადაადგილდებოდა. 

მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. 

ბესიკ ხარძიანი კუს ტბის ერთ-ერთი მფლობელი იყო. 2011 წლის 16 თებერვალს ბიზნესმენი ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის მომდევნო ამონაწერში კუს ტბის მფლობელებს შორის ხარძიანების ოჯახის წევრები აღარ არიან.
ოფიციალური დოკუმენტებით, ბესიკ ხარძიანმა თავისი 29% თითქმის მილიონ ლარად გაყიდა. წილები გაყიდეს მისმა მეუღლემ და ძმამაც.

ხარძიანი ახალი ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოში შედგენილი შესაწყალებელთა სიით გათავისუფლდა. მას შემდეგ ის იწყებს სასამართლო დავას კუს ტბის ქონების დაბრუნების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოში მან ერთი საქმე მოიგო, მეორე კი წააგო.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...