მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის წევრი დიმიტრი გუნბა: ,,ჩვენი სანქციები თურქეთის ეკონომიკისათვის მხოლოდ...

დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის წევრი დიმიტრი გუნბა: ,,ჩვენი სანქციები თურქეთის ეკონომიკისათვის მხოლოდ კოღოს ნაკბენივითაა”

Published on

სოხუმის გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებულ სანქციებს თურქეთთან მიმართებაში რამდენიმე დღეა კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული და პროტესტის ხმა ვერც საახალწლო ფეიერვერკებმა გადაფარა. დე ფაქტო პრემიერის  არტურ მიქვაბიას ამ განკარგულებას აკრიტიკებენ ე.წ აფხაზეთის პარლამენტშიც. როგორც საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი გუნბა აცხადებს, მისთვის გასაგებია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას მთავრობას აიძულებს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან,  და სავსებით მისაღებია განკარგულების ის პუნქტი, რომლის თანახმად თურქული კომპანიები არ უნდა იქნას დაშვებული იმ საინვესტიციო პროგრამების განხორციელებასი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის დაფინანსებული, მაგრამ რაც შეეხება სანქციების დაწესებას თურქეთის მონაწილეობაზე ზოგადად აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პროექტებში  დაუფიქრებელი ნაბიჯია. ,,უფრო სწორი იქნებოდა წინასწარ შეგვესწავლა და განგვესაზღვრა რა შედეგი შეიძლება მოუტანოს  ამ ნაბიჯმა  ჩვენს ქვეყანას და კონსულტაციები გაგვევლო თურქეთში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელებთანაც, ,, ეს სანქციები თურქეთის ეკონომიკისათვის მხოლოდ კოღოს ნაკბენივითაა, მაგრამ აფხაზური დიასპორისთვის მძიმე შედეგების მომტანი'' – აცხადებს დეპუტატი. – ყველამ მშვენოვრად ვიცით, რომ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან ისევე როგორც ჩვენ, ვინც უშუალოდ აფხაზეთში ვცხოვრობთ, და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები. ცნობილია ისიც, რაოდენ  მძლიერია დიასპორის მხარდაჭერა თავისი ისტორიული სამშობლოსადმი, როგორ ეწევიან ისინი აფხაზეთის კულტრის, ტრადიციების, ენის, პოპულარიზაციას. და მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის დე – იურე დამოუკიდებლობას, სწორედ აფხაზური დიასპორის ძალისხმევით არის მიღწეული ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებები აფხაზეთისა და სთურქეთის სხვადასხვა უწყებებს, ქალაქებსა  და რაიონებს შორის.

დეპუტატი  გამოთქვამს სინანულს, იმასთან დაკავშირებით, რომ ,,როცა ვეკითხებით და ვუსმენთ სხვას და არა საკუთარ თავს, ჩვენ გვავიწყდება ჩვენი თანამემამულეები.''

 

 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...