მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არ იყო დაცული სტანდარტები და რატომ ჩაიბარა მერიამ უხარისხოდ აშენებული საციგურაო...

რატომ არ იყო დაცული სტანდარტები და რატომ ჩაიბარა მერიამ უხარისხოდ აშენებული საციგურაო მოედანი? (VIDEO)

Published on

 

 
ზუგდიდის ყინულის საციგურაო მოედანი, რომლის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და რომელიც საზეიმოდ უნდა გახსნილიყო, დღეს დილით ჩაიფუშა. ქალაქის მერია  ამის მიზეზად წუხელ მოსულ უხვ ნალექს ახახელებს. მერიის განცხადებით,  იყო საშიშროება კონსტრუქციის ჩამონგრევის და ხელოვნურად ჩაფუშვის გადაწყვეტილება ამის გამო იქნა მიღებული. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, კერძოდ, საციგურაო მოედნის  არსებულმა გათბობის სისტემამ არ იმუშავა. ჩვენი ინფორმაციით, ყინულის სახლის გათბობის სისტემამ ტესტირება ვერ გაიარა, გამათბობლის სისტემის ხარისხიანად მუშაობის შემთხვევაში თოვლი უნდა დამდნარიყო, რაც ჩაფუშვას  არ გამოიწვევდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქის მერს დავუკავშირდით. ირაკლი გოგოხიამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სისტემა მუშაობდა და მოკვლევა გაკეთდება დაფიქსირებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ამ წუთისათვის ზუგდიდის ყინულის მოედანი მთლიანად არის ჩაფუშული.ყინულის საციგურაო მოედანი, რომელიც წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, დღემდე არ ფუნქციონირებს.  მერიის განცხადებით ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედნის მშენებლობა 5 მილიონი ლარი დაჯდა, საინტერესოა ასეთი ძვირადღირებული პროექტის მშენებლობისას რატომ არ იყო დაცული სტანდარტები და რატომ ჩაიბარა მერიამ უხარისხოდ აშენებული საციგურაო  მოედანი?

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...