მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდთოვლობა ზუგდიდში (VIDEO)

დიდთოვლობა ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე თოვს. მთელი დღის განმავლობაში თოვდა ზუგდიდში და თოვლის საფარმა ქალაქის ტერიტორიაზე 40,  ხოლო მაღალმთიან სოფლებში 60 სმ გადააჭარბა. უხვი ნალექის მოსვლამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივებს, ჩაიკეტა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, დასახლებების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრობლემებთან გასამკლავებლად ქალაქ ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბიც შეიქმნა, ამუშავდა ცხელი ხაზიც. ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. გართულებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, ქალაქის უმეტეს ნაწილში გათიშული იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ამ დროისთვის დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული დაბრკოლებები ლოკალიზებულია. რთული ვითარება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან ტერიტორიაზე, სადაც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში და ასევე დღეს ინტენსიურად თოვდა. უხვმა ნალექმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეუქმნა, ასევე შეუძლებელი იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. თოვლის საფარმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 60 სმ გადააჭარბა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას ინფორმაციით, ამ დრომდე არის შეფერხებები და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვალებობა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული. თოვლმა და ყინვამ პრობლემები შეუქმნა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. მათი თქმით, მესამე დღეა ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხებით ხდება, ხოლო რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლებს ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. დევნილების განცხადებით, ყინვასა და თოვლში გათბობის გარეშე უწევთ ყოფნა. დღის ბოლოს ქალაქის და სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა. ენერგო პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურ მუშაობას აწარმოებენ. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობისა, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები ისევ არსებობს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში სატრანსპორტო მიმოსვლის პრობლემაა, მაღალმთიან სოფლებში კი საგზაო მიმოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და გზები კვლავ ჩაკეტილია. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა ხვალაც შენარჩუნდება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამაღამ საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

სიახლეები

გთხოვთ, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შემიყვანოთ – სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, ომის სამოქალაქო...

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 20 ივნისის...

რუსეთში “CY-30” ჩამოვარდა, ეკიპაჟი მოკვდა

რუსეთში ავიაგამანადგურებელი “სუ-30” ჩამოვარდა, ეკიპაჟი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე...

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...