მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაპირისპირება ცენტრალურ ბაზარში (VIDEO)

ხმაური და დაპირისპირება ცენტრალურ ბაზარში (VIDEO)

Published on

შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ ტერიტორიაზე ყვავილების ბაზრობა არ მუშაობს. მოვაჭრეები დაკეტილ კართან აქციას მეორე დღეა მართავენ. მათი განმარტებით, შესასვლელი ბაზრის ადმინისტრაციამ დაკეთა, მიზეზი ისაა, რომ მოვაჭრეებს 1-ლი იანვრიდან გადასახადი გაეზარდათ რაზეც არც ერთი მათგანი არ თანხმდება და ხელშეკრულებასაც როგორც თვითონ ამბობენ, ხელი ამ მოტივით არ მოაწერეს.მოგვიანებით ყვავილების გამყიდველი ქალბატონები სუპერმარკეტის ადმინისტრაციაში მივიდნენ და ხელმძღვანელობას გადასახადების შემცირება სთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.სუპერმარკეტის ფინანსური მენეჯერი მანანა ბერძენიშვილი ხელშეკრულების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ არც ერთი მოვაჭრე, რომელიც ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, ყვავილების ბაზრობაზე ვერ შევა.მოვაჭრეებთან ქალაქის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძეც მივიდა, რომელმაც ადმინისტრაციას ორშაბათამდე მოვაჭრეების ბაზრობაზე დაშვება სთხოვა, რაზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.შპს სუპერმარკეტის დირექტორი აცხადებს, რომ როგორც მესაკუთრე უფლება აქვს გადასახადები გაზარდოს, გია კანკია ამბობს, რომ გადასახადის გაზრდა ადმინისტრაციამ ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე მიიღო.ანი წითლიძის განცხადებით ბაზრის საკითხი ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე განიხილება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციის დასწრებას ითხოვს. „ოდიში“ ამ თემასთან დაკავშირებით ქალაქის მერს დაუკავშირდა, ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ ეს კერძო პირის საკუთრებაა და მასში ჩარევის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.ორდღიანი აქციის შემდეგ მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ყვავილების ბაზრობა ისევ დაკეტილია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოს სხდომაზე ხალხის საკეთილდღეოდ ორშაბათს გახდება ცნობილი,მანამდე კი მოვაჭრეები ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებენ, თავის მხრივ პოზიციებს არც შპს სუპერმარკეტის ადმინისტრაცია თმობს.

სიახლეები

ღარიბაშვილმა გირაოს უზრუნველყოფისთვის მოსაშვილზე მდებარე ბინა ჩადო

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის შეფარდებული მილიონლარიანი გირაოს უზრუნველყოფისთვის თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა...

საგზაო უსაფრთხოების დარღვევებზე ჯარიმები კიდევ უფრო გაძვირდება

შსს-ს განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გამკაცრდება. შინაგანი უწყება ამას გზებზე ავტოავარიებისა...

გთხოვთ, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შემიყვანოთ – სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, ომის სამოქალაქო...

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 20 ივნისის...