მთავარისიახლეებისაზოგადოებასაინფორმაციო ცენტრში დევნილთა სათემო ორგანიზაციების პირველი ქსელური შეხვედრა გაიმართა

საინფორმაციო ცენტრში დევნილთა სათემო ორგანიზაციების პირველი ქსელური შეხვედრა გაიმართა

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯესთან“ არსებულ ზუგდიდის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში დევნილთა სათემო ორგანიზაციების პირველი ქსელური შეხვედრაგაიმართა, სადაც ათი სათემო  ორგანიზაციის წარმომადგენელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. სათემო ორგანიზაციების ქსელის მიზანია: სათემო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარება, თემში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, ქსელის გაძლიერება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამავე პროექტის ფარგლებში დევნილები სიღარიბის დაძლევის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 500 ევროს ღირებულების გრანტის გაცემას.  შეხვედრას უძღვებოდა პროექტის მენეჯერი ნუკრი მილორავა. პროექტსსაქველმოქმედოჰუმანიტარულიცენტრი„აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთადანიისსაბჭოსთან(DRC) ერთადევროკავშირის(EU) ფინანსურიხელშეწყობითსაქართველოსსხვადასხვარეგიონშიახორციელებს. ქალაქზუგდიდშისაქველმოქმედოჰუმანიტარულიცენტრი,,აფხაზეთის" პარტნიორიორგანიზაციაა,,საუნჯე".

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...