მთავარისიახლეებიკულტურაუმძიმესი ვითარება ზუგდიდის თეატრში - რა კეთდება კულტურული დაწესებულების რეაბილიტაციისთვის (VIDEO)

უმძიმესი ვითარება ზუგდიდის თეატრში – რა კეთდება კულტურული დაწესებულების რეაბილიტაციისთვის (VIDEO)

Published on

ეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრია.  ისტორიული მნიშვნელობის მქონე კულტურული დაწესებულება  დღეს ასეთ მდგომარეობაშია – შენობას აწვიმს, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა, სიძველის გამო სცენის და ოთახების იატაკის ნაწილი დაიშალა. ცოტა ხნის წინ მთავარი დარბაზის  იარუსის  ჭერმა ჩამოიწია და არსებობს რეალური საფრთხე ჩამოინგრეს. თეატრის  ხელმძღვანელობას ახლა მის ავარიულ მდგომარეობასთან ერთად სპექტაკლზე მოსული მაყურებლების უსაფრთხოებაზეც უწევს ფიქრი.  თეატრის ხელმძღვანელობა  დასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, რომ არსებული  მდგომარეობიდან გამომდინარე თეატრში მუშაობა  შეაჩერონ.   ეს არის პროფესიული  დილემა, ელოდები წლების განმავლობაში, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია და გააგრძელო მუშაობა ან პირიქით უნდა გაჩერდე. გაჩერება კი –  პრაქტიკულად თეატრის სიკვდილს ნიშნავს, თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი კი გადარჩენისთვის იბრძვის – ისინი დახმარების მოლოდინში არიან. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი 2018 წელს 150 წლის გახდება.    აღნიშნულ იუბილემდე სამი წელია დარჩენილი,  რომელსაც ალბათ კულტურული დაწესებულება თითქმის დანგრეული და მოშლილი ინფრასტრუქტურით შეხვდება. ბოლო ოცდაათი  წლის განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა. 2012 წლის ივნისში, მაშინდელი კულტურის მინისტრის ზუგდიდში სტუმრობისას ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილი იყო თეატრის სრული რეაბილიტაცია. ზუგდიდში სტუმრობისას კულტურის ყოფილმა  მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ  თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ  2013 წლიდან თეატრის რეაბილიტაცია დაიწყებოდა.   თუმცა შეპირებიდან  ცოტა ხანში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და სხვა დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებთან ერთად თეატრის რეაბილიტაციის პროცესიც გაჩერდა. მაია კალანდია ზუგდიდის თეატრს  5 წლის  განმავლობაში ხელმძღვანელობდა.  ყოფილი დირექტორი იხსენებს, თუ როგორ იგეგმებოდა კულტურული დაწესებულების სრული რეაბილიტაცია. 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მმართველი კოალიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი დაპირება შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია იყო. ირაკლი გოგოხიამ თეატრის რეკონსტრუქციის შესახებ პირობა ტელეკომპანია "ოდიშის" პირდაპირ ეთერში წინასაარჩევნო დებატების დროს გააჟღერა. ქალაქის მერი კორეელ ინვესტორებთან მოლაპარაკებისას აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, თეატრი კი ამ დროს არსებობისთვის სულს ღაფავს. ირაკლი გოგოხია ტელეკომპანია ოდიშთან კიდევ ერთ პირობას დებს, რომ 2017 წელს, თეატრი მის საიუბილეო 150 წლისთავს ახალი კულტურული დაწესებულებით შეხვდება. თეატრი საზოგადოების სარკეა, საიდანაც ჩვენი რეალობა იმზირება. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის თითქმის დანგრეული შენობის ამ ფანჯრიდან ზუგდიდის საახალწლო განწყობა ჩანს, ფანჯრის მიღმა კი თეატრი არსებობის ბოლო წამებს ითვლის. უმოქმედობის შემთხვევაში კი,  თეატრისთვის არასასურველი ახალი დროება დაიწყება – ისტორიული მნიშვნელობის კულტურულ დაწესებულებაში თეატრალური ცხოვრება  ამ ეტაპზე შეჩერდება, გაურკვეველი დროით! 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...