მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმცირესობა: გიორგი კვირიკაშვილს არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი გეგმა

საპარლამენტო უმცირესობა: გიორგი კვირიკაშვილს არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი გეგმა

Published on

 ,,პრემიერობის კანდიდატს არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვაბის არანაირი გეგმა" – ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი   გამოსვლა საპარლამენტო უმცირესობისუმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანდიდატისაგან ვერ მიიღო მწყობრი და რამდენადმე დამაჯერებელი პასუხები ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ფორმალურ მმართველობასთან, კორუფციასთან, მთავრობის არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებულ მის ხედვასა და  გეგმებზე. ხმაურიანი დებატები მოჰყვა გახმაურებულ გაუხსნელ საქმეებს. აქცენტი ოპოზიციამ ორმაგ სტანდარტებზეც გააკეთა.

„მომავალი პრემიერობის კანდიდატი იზიარებს მთელ პასუხისმგებლობას, რაც ჰქონდა ამ გუნდს, ეს გუნდი კი არის დამნაშავე ქართული ეკონომიკის კრიზისში შეყვანისა და ყველა იმ პრობლემისა, რომელიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. რაც მთავარია, მას არ აქვს არანაირი გეგმა ამ კრიზისიდან გამოყვანის,“ – განაცხადა სერგო რატიანმა. 

შეხვედრის შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს საპარლამენტო ოპოზიციის არგუმენტებს, თუ რატომ აქვს გადაწყვეტილი  არ დაუჭიროს მხარი მთავრობის ახალ შემადგენლობა. ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებაა, რადგან მთავრობაში ცვლილებები ფაქტობრივად არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ გადაადგილება მთავრობის შიგნით ძველი სახეებისა,  რომელთაც უკავშირდება ეკონომიკური დაღმასვლა და კონსტიტუციური, კანონიერი სივრციდან გასვლა  რეალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის მორჩილების სახით

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი იმსჯელებს პრემიერ – მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილისა და მინისტრობის კანდიდატებისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე.  

 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...