მთავარისიახლეებიკონფლიქტებინაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ქართველი დააკავეს

ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ქართველი დააკავეს

Published on

სოფელ ნაბაკევში, ხურჩასთან გამავალ  საოკუპაციო ხაზთან  რუსმა ოკუპანტებმა 20-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის არის 9 წლის ირაკლი მუშუქიაც. ბავშვი გალში მამასთან ბიძას გადაყავდა.

ოკუპანტებმა 8  დაკავებული, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, წინასწარი დაკავების  გალის იზოლატორში გადაიყვანეს. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია  მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.  გარკვეული დროის შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ მოგვიანებით  გაათავისუფლეს კიდევ ექვსი დაკავებული, დანარცენი ხუთის ადგილსამყოფელი უცნობია. ზოგიერთი ცნობით, ისინი გალში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ყავთ გადაყვანილი. 

საზღვართან მომხდარი მასობრივი დაკავება დაკავშირებულია კონტროლის გამკაცრებასთან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას განკარგულებით ,,რესპუბლიკაში"    საახალწლო პერიოდისთვის დაწესდა.

როგორც განკარგულებაშია ნათქვამი, საახალწლო ზეიმების პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით  უწყების ყველა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა 28 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გადაყვანილია სამსახურის  გაძლიერებულ რეჟიმზე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საბანკო დაწესებულებების , სამთავრობო შენობების, ყველა საგზაო -სატრანსპორტო მიმართულების დაცვას სასაზღვრო ზოლების ჩათვლით. 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...