მთავარისიახლეებიმსოფლიორუსული მედიის ცნობით, თარხან ბათირაშვილი დატყვევებულია

რუსული მედიის ცნობით, თარხან ბათირაშვილი დატყვევებულია

Published on

საინფორმაციო სააგენტო REGNUM – ის ცნობით, ამერიკის სპეცნაზმა  თარხან ბათირაშვილი დაატყვევა.  სპეცოპერაცია განხორციელდა 25 დეკემბერს ერაყის პროვინცია  კირკუკში,  ერ-რიადის რაიონში. ბათირაშვილთან ერთად ტყვედ ჩავარდა კიდევ ისლამური სახელმწიფოს კიდევ ორი საველე მეთაური. მოკლულია შვიდი ტერორისტი. ტყვეები ერაყის ქალაქ სულეიმანიაში არიან გადაყვანილი.  
 
თარხან ბათირაშვილი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს'' ერთერთი ლიდერია და აბუ ომარ აშ-შიშანის სახელით არის ცნობილი, საქართველოს ყოფილი  სამხედრო მოსამსახურეა – წერს სააგენტო – იგი სასჯელს იხდიდა იარაღის უკანონო შენახვისათვის, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა პატიმრობიდან. ამის შემდეგ იგი თურქეთის გავლით  სირიაში გადავიდა და ისლამისტებს შეუერთდა.
 
ცნობები ბათირაშვილის ლიკვიდირების ან ტყვედ აყვანის შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა და არ არის გამორიცხული, ამჯერადაც ცრუინფორმაცია აღმოჩნდეს, მით უფრო რომ ვაშიგტონი ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. რუსული მედია კი იმოწმებს  ისლამური სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ წყაროებს, სადაც   – ნათქვამია, რომ  ბათირაშვილი გაურკვეველი მიმართულებით არის წაყვანილი. 
 
 

სიახლეები

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც...