მთავარისიახლეებიმსოფლიორუსებმა სირიაში სკოლა დაბომბეს, დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი

რუსებმა სირიაში სკოლა დაბომბეს, დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი

Published on

სააგენტო ,,ანადოლუს" ცნობით, რუსულმა მოიერიშეებმა  დაბომბეს მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ქალაქ იდლიბის სკოლა სირიაში. სააგენტოს ამის შესახებ  განუცხადა რეგიონის სამოქალაქო თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ჯარჯანაზ მაჰმუდ დაგიმმა. მისი თქმით დაღუპულია 9 მშვიდობიანი მოქალაქე,  მათ შორის 5 ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული კიდევ თერთმეტი ადამიანი.

მოსკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფენ. ისინი აცხადებენ,  რომ რუსი პილოტების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან.

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი  რუსეთს ტერაქტებით ემუქრება. მის მიერ დღეს ფავრცელებულ მიმართავაში ნათქვამია, რომ ყოველი იერიშის შემდეგ დაჯგუფება სულ უფრო ძლიერდება და ყველა ქვეყანა, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის მძიმე საფასურს გადაიხდის. 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...