მთავარისიახლეებიკულტურაბრიტანელმა არქეოლოგებმა ნავკრატისი – ,,ხომალდთა დიასახლისი" აღმოაჩინეს

ბრიტანელმა არქეოლოგებმა ნავკრატისი – ,,ხომალდთა დიასახლისი” აღმოაჩინეს

Published on

The Guardian – ის ცნობით, ბრიტანელმა არქეოლოგებმა ეგვიპტის ერთერთ უძველესი ქალაქ –ნავსადგურის ნავკრატისის ტერიტორიაზე  მრავალრიცხოვან არტეფაქტებს მიაგნეს.  გათხრები მიმდინარეობდა ნილოსის დელტაში ბრიტანეთის მუზეუმის ეგიდით და ხსანგრძლივი მუშაობის შემდეგ წარმატებით დაგვირგვინდა. არქეოლოგები საუბრობენ იმაზე, როგორ მოხდა  ძველი ეგვიპტის  ამ უმდიდრესი სავაჭრო ქალაქის განძეულობის აღმოჩენა. თავდაპირველად მიწას ამოყვა მერქნის ნატეხი, რომლითაც ძველბერზენტა ხომალდები იგებოდა, ასევე ღვინის ღმერთისადმი მიძრვნილი  და მემთვრალეტა რიტუალური ორგიების ამსახველი ეგვიპტური მინიქანდაკებები, რასაც სემდეგ უფრო ფასეული და საინტერესო აღმოცენები მოჰყვა. მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიაგნეს 10 ათასამდე არტეფაქტს, რომელმაც მითიური საბურველი უნდა ჩამოხსნას ნავკრატისის ისტორიას. ეს ქალაქი , როგორც უძველესი ნავსადგური, იხსენიება ძველი ბერძენი ისტორიკოსის  ჰეროდოტეს შრომებში, რომელიც ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ამ ქალაქში მსხვილი სავაჭრო კვანძის არსებობას. როგორც ბრიტანეთის მუზეუმის კურატორი და პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი როს თომასი აცხადებს, აქ აღმოჩენილია ერთი  ქალაქისათვის უჩვეულოდ ბევრი სხვადასხვა ტიპისა და წარმომავლობის საგანი, რაც სწორედ სხვა ქვეყნებთან კავშირებსა და ფართო და გამართული სავაჭრო ქსელის არსებობაზე  მეტყველებს. რამდენადმე სანდო ინფორმაციას ქალაქ ნავკრატისის ზუსტ მდებარეობაზე ჩვენს დრომდე არ მოუღწევია და იგი დიდხანს იყო ჩაკარგული მითებსა და ლეგენდებში.თუმცა 1884 წელს ინგლისელმა ეგვიპტოლოგებმა შეძლეს გამოეთვალათ ქალაქის მდებარეობის მიახლოებითი კოორდინატები, რის შემდეგაც დაიწყო პერიოდული გათხრები სავარაუდო ტერიტორიაზე, თუმცა აქამდე ესოდენ სარწმუნო აღმოჩენები აქ არ გაკეთებულა. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, გამოსაკვლევია ნაქალაქარი, რომლის ტერიტორია დაახლოებითი 60 ჰექტარამდეა.  უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში იდგა კოშკურა სახლები, რომელთა სიმაღლე სამიდან ექვს სართულამდე სიმაღლისა უნდა ყოფილიყო,  კონსტრუქციით  იემენის კოშკების მსგავსი. შესაბამისად დასტურდება სხვადასხვა წყაროებში შემორჩენილი ცნობები,  რომ ქალაქ– ნავსადგურის მოსახლეობა 16 ათასს სჭარბობდა.

საინტერესოა, რომ ნავკრატისი იყო ერთადერთი ეგვიპტური პორტი უცხოელებისათვის. მისი სახელი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ,,ხომალდთა დიასახლისი". ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაქალაქარში აღმოჩენილი არტეფაქტები  ბრიტანეთის მუზეუმში უკვე მომავალი წლიდან გამოიფინება

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...