სახელმწიფო კანცლარიაში პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგისთვის მზადება მიმდინარეობს – ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებს არაოფიციალურად სახელმწიფო კანცელარიაში დაუდასტურეს. თუმცა, ბრიფინგის დრო ჯერ უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბრიფინგი შესაძლოა 14 საათზე დაინიშნოს და ამ ბრიფინგზე პრემიერი ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი პრემიერს ამ პოსტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიცილუარად წარადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთვრობაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდეს.