მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქება სტამბოლის აეროპორტში

აფეთქება სტამბოლის აეროპორტში

Published on

2 ადამიანი  დაშავდა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპროტში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმფრინავების სადგომთან მოხდა, ამ ზონაში მგზავრები არ იმყოფებოდნენ, დაშავებულები აეროპორტის თანამშრომლები არიან, ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი,  მათ შორის ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა გამოიტქმის ვარაუდი, რომ ეს ტერორისტების მორიგი გამოხდომაა. ამჟამად  აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა აეროპორტის დაცვა გაძლიერებულია, გამკაცრებულია შესასვლელ – გამოსასვლელის კონტროლი,  აეროპორტსა და მიმდებარე რაიონში გადასროლილია  პოლიციის დამატებითი ძალები  – ცნობას სტამბოლში მომხდარი აფეტქების შესახებ უცხოური მედია თურქეთის ლოუკასტერის ,,პეგასუს აირლაინის'' შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბიჰა გექჩენის აეროპორტი  სტამბულის აზიურ ნაწილში მდებარეობს, ეს არის ,,პეგასუს აირლაინის'' საბაზო ჰაბი, რომელიც გაიხსნა   2011 წელს, როგორც სტამბოლის მთავარი აეროპორტის – ათა თურქის სახელობის აეროპორტის დანამატი.

 


 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...