მთავარისიახლეებიეკონომიკასაკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი...

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

Published on

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა  ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი ძირითადად ორიენტირებულია ისეთ  პრიორიტეტებზე, როგორიცაა  სოციალური პროგრამები, საინვესტიციო გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,   განათლებისა და კულტურის სფეროები.

ბიუჯეტის დამტკიცებას ხმა მისცა  9  დეპუტატმა, წინააღმდეგ –   ხუთმა.ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების  წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'', ,,თავისუფალი დემოკრატებიდან'' და  „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან" . ამის მიზეზად ისინი ასახელებენ იმ გარემოებებს, რომ ბიუჯეტში ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე ხუთი მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მეტისმეტად მძიმე ტვირთია ბიუჯეტისათვის, რომელიც 18 597 200 ლარითაა განასაზღვრული. მით უფრო, იმ პირობებში, როცა  ბიუჯეტში ერთერთ პრიორიტეტად სოციალური პროგრამებია დეკლარირებული, თუმცა კი, მაგალითად, სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოს ხარჯები მხოლოდ 100 ათას ლარს ითვალისწინებს, რაც ოდნავადაც ვერ პასუხობს საჭიროებებს, მხოლოდ მიზერულად გაიზარდა  სკოლამდელი აღზრდის დაწესებილებათა თანამშრომლების  ხელფასები  და სხვ.

 







 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...