მთავარისიახლეებიპოლიტიკავარშავაში ვიზიტად ჩასულ მიხეილ სააკაშვილს პოლონელები საპრეზიდენტო პროტოკოლით დახვდნენ

ვარშავაში ვიზიტად ჩასულ მიხეილ სააკაშვილს პოლონელები საპრეზიდენტო პროტოკოლით დახვდნენ

Published on

უკრაინის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით ვარშავაში ჩაფრინდა. მისი ვიზიტი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს  ექსპრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

,,კაჩინსკი  არამხოლოდ დიდი პოლონელი იყო   , მას საქართველოც თავის ეროვნულ გმირად თვლის, კაჩინსკიმ  ისტორიული წვლილი შეიტანა უკრაინისა და პოლონეთის დაახლოებაშიც. ვარშავაში ჩასვლა ასევე არის კარგი შესაძლებლობა ჩემთვის გავეცნო პოლონეთის ახლანდელ ხელმძღვანელობას" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს იუბილარიც არის.

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე 

 

"მიშას პოლონელები საპრეზიდენტო პროტოკოლით დახვდნენ. ეხლა იჯექით და თვალეთ საპონი და კოსტუმები", – წერს დავით საყვარელიძე

 

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...