მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის 3 წლის მუშაობის შედეგებს აფასებს

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის 3 წლის მუშაობის შედეგებს აფასებს

Published on

პრემიერმინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის 3 წლის მუშაობის შედეგებს აფასებს.

"ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს," – ეს ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რომელიც მან შეფასების დროს გააჟღერა. "ინსტიტუტები ძლიერია, თუ მას ძლიერი ლიდერები, სწორი და პასუხისმგებლიანიადამიანები მართავენ. ჩვენ 3 წლის განმავლობაში გვყავს გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მთავრობა და მმართველობის სისტემა,"- აცხადებს ღარიბაშვილი. 

მისი თქმით, სასამართლო სისტემის მუშაობაში ხელისუფლება არ ერევა. მისივე თქმით, ჩარევისგან თავისუფალია მედია და დეპოლიტიზირებულია პოლიციაც. 

"შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია ადამიანები განთავისუფლდნენ შიშისგან. დეპოლიტიზირებულია პოლიცია შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, მედიის საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა, თავისუფალია სასამართლო ჩარევისგან," – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით  აღნიშნა  ევროკომისიის იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობა , რომლის შედეგად უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ. 

"2012 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ანუ ისეთი საქართველოს რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი წინაპრების მუდმივი მისწრაფება, ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი განვითარებული ქვეყანა.

ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს.

ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა. ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებებს. ევროკავშირი ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ეს ჩვენი შრომის უმაღლესი შეფასებაა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები ისახება.

საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს რაც გაგვაჩნია. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანას სწორად ვმართავთ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლება. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...