მთავარისიახლეებისამართალინარაზენში მოკლული მამაკაცის გვამი იპოვეს

ნარაზენში მოკლული მამაკაცის გვამი იპოვეს

Published on

სოფელ ნარაზენში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ზუგდიდის მკვიდრი სოსო ეხვაია, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. მისი გვამი მდინარის პირას, ეკალ–ბარდებში იპოვეს, მას თავის არეში    ქვით მიყენებული დაზიანება აღენიშნება.

სოსო ეხვაია ტაქსის მძღოლი იყო, სავარაუდოდ იგი   ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.

თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო გვამი დანაშაულის დაფარვის მიზნით  ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ.
გარდაცვლილი მამაკაცი ახლობლებმა თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 
 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...