მთავარისიახლეებიკულტურადიალოგი კითხველთან – ზუგდიდის ბიბლიოთეკაში

დიალოგი კითხველთან – ზუგდიდის ბიბლიოთეკაში

Published on

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მწერლებთან   ნინო სადღობელაშვილთან და გაგა ნახუცრიშვილთან.

როგორც გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ აღნიშნა,   რეგიონებში მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრების მიზანია მკითხველსა და მწერალს შორის კონტაქტების გაღრმავება, ახალი ნაწარმოებების პოპულარიზაცია,  წიგნისადმი უკანასკნელ წლებში აღორძინებული ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება.

 

შეხვედრაზე ფართო მკითხველისათვის აქამდე   პოეტური ნაწარმოებებით ცნობილმა  გაგა ნახუცრიშვილმა მკითხველს წარუდგინა თავისი პირველი პროზაული კრებული „სისულელის ტრაქტატი“, რომელიც წელს გამოსცა „ინტელექტმა“. ეს არის  განწყობილებების, მოგონებების, პორტრეტების წიგნი, ერთგვარი სევდიანი ნაივით შეფერილი  მოკლე-მოკლე ამბები მოწაფეობის , სტუდენტობისდროინდელ  ,,სისულელეებზე'' რომელთაც მოგვითხრობს, შესაძლოა, ერთერთი  უკანასკნელი რომანტიკოსი ჩვენს აბსოლუტურად პრაგმატულ სამყაროში.  

თავისი ხმაურიანი დებიუტით –  ,,ბამბაზიის სამოთხითა'' და  ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო რომანით „განძის თეატრი (შვიდი სიმღერის საიდუმლო)“ცნობილმა ნინო სადღობელაშვილმა შეხვედრაზე ილაპარაკა  „ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე  მის შემოქმედებაში''. ,,ეს  არის ის, რაც წესით ყველა ადამიანს აწუხებს, როცა საკუთარ თავს გაიაზრებს ამ სამყაროში, თუ რა საიდუმლო აქვს ამ სამყაროს, სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა. ვეძებ ახალ ჟანრებს, რომ ამ ჟანრში ვთქვა ჩემი სათქმელი“ – აღნიშნა მან.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...