მთავარისიახლეებიპოლიტიკავიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება

ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდება

Published on

ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის დასკვნა  დღეს გამოქვეყნდება და პოზიტიური იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა.

„გუშინ გვიან საღამოს საუბარი მქონდა ევროკავშირში და პირველად მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ბოლო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა, გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში, თბილისში ბრიფინგის გამართვას გეგმავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.

როგორც ცნობილია, ევროკომისიას ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...