მთავარისიახლეებიპოლიტიკასუსი ალექსანდრე ელისაშვილთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს

სუსი ალექსანდრე ელისაშვილთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს

Published on

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ   სუსი გეგმავს ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ოპერაციას, რომელიც მის სცემას გულისხმობს. 

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმას ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს. ის სცემონ. ამას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი, სამწუხაროდ არ ვიცით მისი გვარი. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საქმე უნდა გახსნას, ხოლო ნუკრის მიაცემინებენ ჩვენებას, რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მითითებით მოქმედებდა. 

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ხელი აიღოთ ასეთი ტიპის ანგარიშსწორებაზე, რადგან ეს ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ბესელია და კობახიძე მექრთამეები და ნარკობარიგების მფარველები არიან. "

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...