მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს საქართველოში ბარბარობა აღინიშნება

დღეს საქართველოში ბარბარობა აღინიშნება

Published on

წმინდა დიდმოწამე  ბარბარე IV  საუკუნეში აღესრულა ქრისტეს გზაზე შედგომისათვის. მას თავი მოჰკვეთა საკუთარმა მამამ დიოსკორემ მას ემდეგ, რაც მისი ყველა ცდა  ,,ჭეშმარიტების'' გზაზე მოერუნებინა ერთადერთი შვილი, რომელიც ობლობაში გამოზარდა და უსაზღვრო სიყვარულით უყვარდა, ამაო აღმოჩნდა. ბარბარესა და დიოსკორეს მამაშვილობაში ჩანს  მარადიული წინააღმდეგობა თაობებს შორის, მამათა და შვილთა შორის,   რომლის განმსაზღვრელია ,,არასწორი, არასულიერი სიყვარული'' უახლოეს ადამიანებს შორის, როცა ერთი ( ამ შემთხვევაში ბარბარე) ეძიებს სულის ცხოვნებას, მეორე ( მამა) –  ამსოფლიურ  სიკეთეს და ორი განსხვავებული მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს. ქრისტიანული ბარბარეს თაყვანისცემა არის მაგალითი იმისა, როგორ ერთიანდება ერთ სახეში    წარმართული, წინარექრისტიანული და ქრისტიანული კულტები. 

 წინაქრისტიანული ხანაში ქართველები ბარბოლს, ბარბალიშ ( სამეგრელო),  ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ღვთაებას.  ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ამიტომ წარმოადგენდა ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს  წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა).

ამავე დროს ბარბარე ძველ  ქართველებს წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.  იგი ითვლებოდა ბავშვების ( განსაკუთრებით გოგონების) მფარველ ღვთაებად და მას ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისა და მოულოდნელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებოდნენ. 

ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: თევზის ღვეზელი (სამეგრელოში), რძისფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.

 

 

 

 

.

 

 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...