მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, ვაჟა -ფშაველას გამზირზე გუშინ მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ ზუგდიდიდანაა

თბილისში, ვაჟა -ფშაველას გამზირზე გუშინ მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ ზუგდიდიდანაა

Published on

 ვაჟა ფშაველას გამზირზე  გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული მამაკაცი ზუგდიდიდანაა, თუმცა მისი ვინაობა, ისევე, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალისა, არ სახელდება.  

 მკვლელობა   II კვარტალის # 23 საცხოვრებელი სახლში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,  36 წლის ქალმა ხათუნა ბ. – მ ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 34 წლის მამაკაცს პაატა ხ. -ს, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ქალმა ჩადენილი მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკველობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...