მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მმართველ წრეებში ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადავადებას ეხმაურებიან

საქართველოს მმართველ წრეებში ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების გადავადებას ეხმაურებიან

Published on

,,პროცესი მიდის წინ, საუბარია რამდენიმე დღიან შეფერხებაზე", – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას. მისი  განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ანგარიშის გამოქვეყნების გადავადება ტექნიკური საკითხია. 

,, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში, რადგან ეს პროცესი ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ვერ ვიქნებით კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ამოვარდნილი. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპის 28 ქვეყანა და ეს არის მათი კოლექტიური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ეს არის რეგიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მისი   მიღებისათვის   ევროპელ კოლეგებს  სჭირდებათ დრო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური შეფერხება და არა არსობრივი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში. '' განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

,,არ მქონია არც ერთი შემთხვევა, რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს ეთქვას, რომ საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოქცევის მინიჭება პრობლემა იქნება. ეს არის ტექნიკური გადავადება, არანაირი ფუნდამენტური მიზეზი იმისთვის, რომ გადავადება მომხდარიყო, საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში, როცა ეს ტექნიკური გადავადების მიზეზი ამოიწურება, დასკვნა იქნება გამოქვეყნებული" – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი    

 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...