ზუგდიდში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ცერემონიას მოსწავლეები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბი დაესწრნენ. გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიათა ქსელის – „ბიბლუსის“ ვაუჩერი გადაეცათ. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისთვის საქართველოს მასშტაბით 1431 სკოლის 26 000 მოსწავლე დარეგისტრირდა . პირველი ტურის შედეგად 2000 -ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის, 10 მოსწავლე ოკუპირებული გალის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მათ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამარჯვება განსაკუთრებით მიულოცა. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა. ოლიმპიადა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება. მეორე ტურში გამარჯვებული 20 მოსწავლე ინგლისის “Headigton Oxford”-ისა და „Oxford College“- ის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოვება
სიახლეები
საზოგადოება
ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...
საზოგადოება
რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება
"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...
საზოგადოება
ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე
"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...
სიახლეები
ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი
სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...