მთავარისიახლეებისაზოგადოება"პოპკულტურა როგორც მონსტრი" - სამეგრელოს განვითარების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა.

“პოპკულტურა როგორც მონსტრი” – სამეგრელოს განვითარების ცენტრში საჯარო ლექცია გაიმართა.

Published on

"პოპკულტურა როგორც მონსტრი" – ამ სახელწოდებით სამეგრელოს განვითარების ცენტრში ტატო ჩანგელიამ ცენტრის მსმენელებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციაზე, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ავტორმა ქვეყნის ბოლო წლების ისტორია მიმოიხილა, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობიდან დღემდე. როგორც თავად ტატო ჩანგელიამ საჯარო ლექციის ბოლოს განაცხადა, საჭიროა ალტერნატივის შექმნა, რადგან პოპკულტურა საქართველოში საერთოდ არ არსებობს. ამასთან, სამეგრელოს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განმარტებით, მსგავსი საჯარო ლექციების ჩატარება ახალგაზრდების უფრო მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს.სამეგრელოს განვითარების ცენტრში მსგავსი საჯარო ლექცია უკვე მეორედ ტარდება. გასულ კვირას ორგანიზაციაში ცენტრის მოსწავლეეებს ისტორიკოსმა რუსუდან სამუშიამ იუნსტონ ჩერჩილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. როგორც ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლექციები და მსგავსი შეხვედრები ყოველ კვირას გაიმართება. 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...