მთავარისიახლეებისამართალიპარლამენტის თავმჯდომარე ,,კოკაინის საქმის'' ერთერთი მონაწილის პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირების მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარებს...

პარლამენტის თავმჯდომარე ,,კოკაინის საქმის” ერთერთი მონაწილის პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირების მცდელობასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს

Published on

ე.წ. ამნისტიას დაქვემდებარებულ პოლიტმატიმართა სიების გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს ე.წ. კოკაინის საქმეზე,  რომლის გამოც ალეკო ელისაშვილი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლაზე ლაპარაკობს. დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან ამ დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის   წარსულში არსებულ კავშირზე ლაპარაკობს  და განმარტავსთუ რა შემხებლობა ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას ნუგზარ ბოჭორიშვილთან, რომელიც სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირთა პროტეჟე იყო სიების შედგენის პროცესში.

 უსუფაშვილი განმარტავს, რომ  2011 თუ 2012 წელს მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა, მართლაც  მიმართა პარტიას ოფიციალურად, მიეწოდებინათ  მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი პარტიის აქტივისტი და ჰქონდა თუ არა ფინანსური კონტრიბუციები და ა.შ.

,,ჩემი ხელმოწერით არის ეს წერილი გაცემული მაშინ, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე, საწევროს იხდიდა 2008 წლამდე, სხვა რაიმე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეორე ეპიზოდი ბატონ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით, ეს იყო 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც პარლამენტი მუშაობდა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე. მაშინ ბოჭრიშვილის გვარი მოხვდა შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში, რომლებსაც შეიძლებოდა შეხებოდა პარლამენტის გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ, რესპუბლიკურ პარტიას  ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაფიო – რომ ჩვენ არც ერთ ეტაპზე არ განგვიხილავს ბოჭორიშვილი პოლიტპატიმრად და არ ჩაგვითვლია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები სახელმწიფოს მხრიდან უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტიურობას. ჩვენი პასუხის და ჩვენი შეფასების გამო, იგი ამოღებული იქნა სიის პირველადი ვერსიიდან,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სიახლეები

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის...

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...