მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ გამოძიების დასრულებამდე...

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობები უნდა დატოვონ

Published on

პოლიტპატიმართა სიების დაკომპლექტების პროცესში კომისიაზე მაღალი თანამდებობის პირთა ზეწოლის შესახებ  ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პარლამენტში  განმარტებებს აკეთებენ.

უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია საქმის გამოძიება და დამნაშავე პირის დასჯა.

„თუ არსებობს საფრთხე და ეს საფრთხე ემუქრება ელისაშვილს, მან ეს უნდა ქვას და ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაენიშნოს დაცვა. თუ ვინმე ახდენდა ზემოქმედებას, ან ქრთამის შეთავაზებას, ეს პირი უნდა დაისაჯოს,“ – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ დროებით თანამდებობები უნდა დატოვონ და გამოძიებას ნორმალურად მუშაობის საშუალება მისცენ.

„ასეთ ვითარებაში მათი თანამდებობრივი უფლებამოსილება უნდა იყოს დროებით შეჩერებული და მისცენ სრული შესაძლებლობა გამოძიებას, რომ ეს უმძიმესი ბრალდებები იყოს სრულფასოვნად გამოძიებული,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...