მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკოში პროკურატურა შევიდა, გამოძიება სკანდალური ფინანსური დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას...

ცესკოში პროკურატურა შევიდა, გამოძიება სკანდალური ფინანსური დარღვევების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას უკავშირდება

Published on

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა მუშაობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაწყებულია გამოძიება. 

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაწყებული გამოძიება ცესკოში ფინანსურ დარღვევას უკავშირდება. 
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროკურატურა რამდენიმე დღის წინ შევიდა.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურმა  ჩაატარა  2013-2014 წლებში ცესკოს შესაბამისობის  აუდიტი და დააფიქსირა  სკანდალური  დარღვევები ელექტრონული შესყიდვების, საოლქო კომისიების დაფინანსების დროს. ცესკოს წარმომადგენლებმა აუდიტორებს სამივლინებო და სხვა მნიშვნელოვანი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტეიც კი ვერ წარუდგინეს. მეტიც, აუდიტის შედეგად, ცესკო – ში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებიც  გამოვლინდა. 

სიახლეები

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...