მთავარისიახლეებისაზოგადოება„ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა"- მარინე მიზანდარი საყდრისის მოვლენებზე საუბრობს

„ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა”- მარინე მიზანდარი საყდრისის მოვლენებზე საუბრობს

Published on

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობაზე სამოქალაქო სექტორში საუბრობენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება მის აფეთქებაზე კულტურის სამინისტროს მიღმა მიიღეს. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ კანონი არაერთხელ დაირღვა და სასამართლოს დამოუკიდებლობასაც ეჭვქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების ყველა ინსტანციიდან, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციიდან მომდინარე ზეწოლაზე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეც საუბრობს.

„ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა, თუნდაც სხვა სამინისტროებიდან, მინისტრთა კაბინეტიდან, პრემიერმინისტრის აპარატიდან თუ კანცელარიიდან,“- განაცხადა მარინე მიზანდარიმ.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კი იმ პირთა დაკითხვას ითხოვენ, ვისაც ზეწოლაში ადანაშაულებს კულტურის ყოფილი მინისტრი. მას შემდეგ რაც კომპანია RMG-Gold-მა სამუშაოების გასაგრძელებლად, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა, ერთი წელი გავიდა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...