მთავარისიახლეებიპოლიტიკაანა წითლიძე: "ირაკლი გოგოხია ვისოლთან კორუფციულ გარიგებაშია"

ანა წითლიძე: “ირაკლი გოგოხია ვისოლთან კორუფციულ გარიგებაშია”

Published on

ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩებზე სარეკლამო ბილბორდების მონტაჟი დაიწყო. მეოთხე საჯარო სკოლის წინ მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე დაესწრო.დეპუტატის განცხადებით, მან ფაქტის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარიდან შეიტყო.წითლიძე ამბობს, რომ, სარეკლამო ბილბორდების მონტაჟის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ქალაქ ზუგდიდის  მერიის კეთილმოწყობის სამსახურიც იღებდა. დეპუტატმა და მისმა თანხმლებმა პირებმა მობილური ტელეფონით მუშაობის პროცესი გადაიღეს. ანა წითლიძის განცხადებით, კადრებში კარგად ჩანს, რომ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამწე მანქანა. დეპუტატის მტკიცებით, ფაქტით დადასტურდა ის, რასაც, მისი თქმით, საკრებულოს სხდომებზე აცხადებდა. ანა წითლიძემ ქალაქის მერი ირაკლი გოგიხია ვისოლ ჯგუფთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. ანა წითლიძის ბრალდებაზე ქალაქის მერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მის მიმართ ბრალდებას აბსურდული უწოდა. ირაკლი გოგოხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ის საქმის კურსში არ არის და მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართა. თუმცა სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა ბუნებრივია აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდა, რადგან მისი სამსახურის კომპეტენცია არ არის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" საქმიანობის მონიტორინგი. კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორი ჩვენთან სატელევიზიო ინტერვიუში არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებული ტექნიკა გუშინ სარეკლამო ბილბორდების მონტაჟის პროცესში მონაწილეობდა და ამბობს, რომ ამით კანონი არ დარღვეულა. ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის ცენტრალურ ტერიტორიაზე სტენდებს სარეკლამო ბილბორდებისთვის  კომპანია ალმა ამონტაჟებს, რომელსაც ზუგდიდში უკვე აქვს ორი სარეკლამო ბანერი განთავსებული.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...