მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობაში 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნებს ელოდებიან

საქართველოს მთავრობაში 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნებს ელოდებიან

Published on

მთავრობის წევრები 15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნას ელოდებიან. ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე მინისტრები განცხადებებს აკეთებენ, მათი განმარტებით, საქართველომ სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა შეასრულა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებს პოზიტიური მოლოდინები აქვთ ისევე, როგორც საქართველოს მთავრობას. 

"ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ევროპელი ლიდერები, ევროკავშირის ხელმძღვანელებსაც აქვთ პოზიტიური მოლოდინები. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტექნიკური დასკვნა იყოს დადებითი. 15 კანონი მივიღეთ,"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ მოთხოვნები 100%-ით არის შესრულებული.

"ყველა ტექნიკური დავალება, რომელიც იყო მოცემული ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი 100% გვაქვს შესრულებული. ველით 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიაში უნდა მოხდეს დასკვნის გამოქვეყნება,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

სიახლეები

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...