მთავარისიახლეებიპოლიტიკააბრეშუმის გზა გაკვალულია – თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვიდა

აბრეშუმის გზა გაკვალულია – თბილისში ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვიდა

Published on

თბილისში დღეს ოფიციალურად გაიხსნა აბრეშუმის რკინიგზა – ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა. მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული აბრეშუმის გზის პროექტი. 

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მატარებელს  საქართველოს  რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. 

"აბრეშუმის გზა ეს არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. – განაცხადა მან. – 
მჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში მოიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას და მეტ დასაქმებას და კეთილდღეობას ჩვენი მოსახლოებისთვის. მჯერა, რომ აბრეშუმის გზის პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და გახდეს მართლაც რეგიონული ჰაბი,"- აგანაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

სიახლეები

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...