მთავარისიახლეებიკულტურაკოლხური არტეფაგების ფოტოექსპოზიცია ზუგდიდის ART-გალერეაში

კოლხური არტეფაგების ფოტოექსპოზიცია ზუგდიდის ART-გალერეაში

Published on

ზუგდიდის ART-გალერეაში კოლხური ყოფის ამსახველი ფოტომასალების გამოფენა  მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ათეულობით ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილია  ცაიშის, ერგეტის, ანაკლიის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული არტეფაგები და  ზუგდიდის დადიანების სასახლეების  ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული ნივთიერი და სხვა მასალები.

გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, აღნიშნული პროექტის მიზანი ეთნოგრაფიული მასალების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ისტორიული ყოფის პოპულარიზაციაა.

ფოტოგამოფენა არტგალერეაში რამდენიმე დღეს გასტანს, რის შემდეგაც გადაინაცვლებს მერიის შენობაში, როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. 

 

 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...