მთავარისიახლეებისამართალიბრიფინგი მთავარ პროკურატურაში: აღძრულია კიდევ ერთი საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების...

ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში: აღძრულია კიდევ ერთი საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე

Published on

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ყოფილი მაღალჩინოსნები თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.  შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულია ბრალდებულის სახით.

გამოძიების ინფორმაციით, მათი ორგანიზებით განხორციელდა ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი. – ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა, მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ. კობერიძეს  არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არც ერთ პოლიტიკოსთან შეხება არ ჰქონია და იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში. 

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატ რომეო საჯაიას ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ. 
როგორც საჯაიამ "ინტერპრპრესნიუსს" განუცხადა, ის ე.წ. მოდულის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.
საჯაიას შეფასებით, ამით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ირღვევა ადვოკატის ყოლის კანონიერი უფლება. 
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით არ გაცნობია არც ბრალდების დადგენილებას და არც დაკავების ოქმს.
"ჩემი ინფორმაციით, საქმე ეხება "აფხაზი ტერორისტის" ცემის ფაქტს, რომელიც ტერაქტის მოწყობაში რამდეჯერმე იყო ეჭვმიტანილი", – განაცხადა ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ რომეო საჯაია აღნიშნულ საქმეზე გიორგი სამუშიას გარდა იცავს გიგი კალანდაძის და რომან შამათავას ინტერესებსაც.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ დათა ახალაის, მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იქნება.
 

სიახლეები

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის...

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...