მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟენევაში დღეს საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდი იმართება

ჟენევაში დღეს საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდი იმართება

Published on

ჟენევაში დღეს საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდი დაიწყო და ორ დღეს  გაგრძელდება.   ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. 

ქართული მხარე ამჯერადაც დააყენებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხს.

ყურადღების გამახვილება იგეგმება მოსკოვსა და სოხუმს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ დოკუმენტეზე, რომლითაც გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნა მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა  აღნიშნავს, რომ დოკუმენტის შინაარსი შესაძლოა დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული საჯარისო ფორმირება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის გარეთაც. ეს არის პირდაპირი მუქარა და რეგიონში დესტაბილიზაციის აშკარა ფაქტორი".

 შეხვედრებზე  ქართული მხარე ასევე აპირებს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გააკეთოს  ქართული ენის აკრძალვაზე, გალის სკოლებში 

გარდა აღნიშნულისა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება კონფლიქტის ზონებში ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე.
 

სიახლეები

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...