მთავარისიახლეებისაზოგადოებავენესუელის არჩევნებში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. სოხუმსა და ცხინვალში...

ვენესუელის არჩევნებში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. სოხუმსა და ცხინვალში შეშფოთების საფუძველი გაუჩნდათ

Published on

ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

უგო ჩავესის მიერ შექმნილი "ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია" თავის ისტორიაში პირველად დამარცხდა. მათ მხოლოდ 46 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს. ოპოზიციურმა პარტიამ "გაერთიანებული დემოკრატიული მრგვალი მაგიდა" კი 99 მანდატი მოიპოვა. დარჩენილი 22 მანდატის მფლობელის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ენრიკე კაპრილეს რადონსკიმ საკუთარ ამომრჩევლებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვენესუელამ ერთადერთი სწორი გზა აირჩია.

ვენესუელაში არჩევნების შედეგებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც. უგო ჩავესის   მმართველობის პერიოდში მოხდა ვენესუელის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, შესაბამისად მის მიერ დაარსებული პარტიისა და პოლიტიკური მიმდევრების დამარცხება  აჩენს ამ აღიარების უკან წაღების პერსპექტივას.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ვენესუელას დიპლომატიური ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ. 2009 წლის შემდეგ, რაც უგო ჩავესმა სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები აღიარა, კარაკასსა და თბილისს შორის ურთიერთობა ხაზგასმულად მტრული გახდა, იმ ზომამდეც კი, რომ, როცა დიქტატორი  გარდაიცვალა, საქართველოდან  ვენესუელაში სამძიმრის წერილი არ გაგზავნილა. მისი გარდაცვალებიდან ორ დღეში საქართველოს პარლამენტში ხმების უმრავლესობით გავიდა რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტებზე, სადაც საერთოდ აკრძალულია იმ ქვეყნებთან დიოლომატიური ურთიერთობა, რომლებმაც სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარეს. 

 

 


 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...