მთავარისიახლეებიეკონომიკაეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს

Published on

დღეს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებისათვის განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა  შესაძლოა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა  1 წელიწადში განსაზღვრულს გადააჭარბა და 6.3 პროცენტი შეადგინა,  თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო. 

"ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში აღვნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და  მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", – განაცხადა ქადაგიძემ. 

ქადაგიძის თქმით,   მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, უკვე აისახა ლარის  კურსზე და ამიტომ   უახლოეს პერიოდში ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...