მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატიმრების შეწყალების აქტი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამ წესის შეცვლა ნიშნავს უარს დემოკრატიაზე

პატიმრების შეწყალების აქტი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ამ წესის შეცვლა ნიშნავს უარს დემოკრატიაზე

Published on

პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების გადაცემის შესახებ ინიციატივას ფართო გამოხმაურება მოყვა.

შეწყალების აქტი „ არის სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა“ , და შესაბამისად რაღაც "გაუგებრობასთან გვაქვს საქმე'' აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და – იგი ამბობს, რომ დამატებით განმარტებებს ელოდება პრემიერ ღარიბაშვილისაგან, რომელმაც  მოუწოდა პარლამენტსა და პრეზიდენტს  დაიწყონ მსჯელობა ამ საკითხზე.

პატრიარქის ინიციატივას ცალსახად არ უჭერს მხარს ოპოზიცია. ,,ნაციონალურ მოძრაობაში''  მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, მათი აღრევა არ შეიძლება. არც ხელისუფლება   უნდა ერეოდეს ეკლესიის საკითხებში და არც ეკლესია – საერო საკითხებში  –  ეს არის თანამედროვე სეკულარული სახელმწიფოს მთავარი პრინციპი.

 „ყველა სხვა შემთხვევაში საქართველოში ყოველთვის გამოჩნდებიან  პოლიტიკოსები, რომლებიც ეცდებიან ეკლესიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც პირველ რიგში აზიანებს თავად ეკლესიას,“ – აცხადებს ,,გირჩის'' ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

."დემოკრატიაზე უარის თქმა"- ასე ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორის წევრები და კონსტიტუციონალისტები პატრიარქის ინიციატივას.

კონსტიტუციონალისტებისთვის პატრიარქის ინიციატივა მიუღებელია. მათი თქმით, ასეთი ცვლილებებით ეკლესიისთვის სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა მოხდება, რაც დაუშვებელია.  თუ კონსტიტუციაში შევა ეს ცვლილება, საქართველო ვეღარ იქნება სეკულარული სახელმწიფო, რაც ქვეყნის ფუნდამენტს შეარყევს.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ფუნდამენტურ საკითხებთან მოდის წინააღმდეგობაში, ეს იქნება დარტყმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტის უფლებაა, შეიწყალოს პატიმრები.

გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ამ ცვლილების შეტანა საქართველოს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან დაცილებას გამოიწვევს. 

 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...