მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ მომცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება"

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ მომცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება”

Published on

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს და განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო „არა უბრალოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური აქტი იმ შეშინებული და შეუმდგარი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს.“ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა სხვა ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სააკაშვილი შემდეგი განცხადებებით გამოვიდა: „ისინი ცდილობენ წამართვან არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, მომავალი წლის ოქტომბერში. თუმცა მე არ მითქვამს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მსურს. ჩემი პარტია ისედაც ყველაზე პოპულარულია ახლა საქართველოში. ბოლო გამოკითხვებით ის პირველ ადგილს აიღებდა. ამ გამოკითხვებით მას 30 პროცენტი უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარი ლიდერი ან საზღვარგარეთაა გაძევებული, ან კი ციხეში ზის. მმართველი პარტია მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება და მისი რეიტინგი განაგრძობს კატასტროფულ დაცემას.“ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 ოქტომბრიდან დაიწყო იმის გამო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდა.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...