მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამკაცრდება თუ არა საჯარიმო სანქციები უმეთვალყურეოდ მიტოვებული პირუტყვების მეპატრონეების მიმართ

გამკაცრდება თუ არა საჯარიმო სანქციები უმეთვალყურეოდ მიტოვებული პირუტყვების მეპატრონეების მიმართ

Published on

ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ნაწილში მოსიარულე მსხვილფეხა შინაური პირუტყვების შესახებ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა. საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების მოსაძიებლად საჭიროა მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხედრა და მსჯელობა კონკრეტულ გზებზე. დეპუტატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ არსებული რესურსი არასაკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად.
 
აღნიშნულ თემას ტელეკომპანია "ოდიშმა" გასულ თვეს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც საუბარი იყო ქალაქში მოსიარულე მსხვილფეხა შინაურ ცხოველებზე, მათ შორის ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნუკრი ესართიას განმარტებით, არასწორია ინფორმაცია თითქოს ზედამხედველობის სამსახურს თანამშრომლები არ ჰყოფნის პრობლემის დასაძლევად. მისივე თქმით, ის და მისი სამსახურის თანამშრომლები მზად არიან საკრებულოს მომდევნო სხდომას დაესწრონ და პრობლემის მოგვარების გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა.
 
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა განმარტავს, რომ თუ არ შეიცვალა შინაური ცხოველების მეპატრონეების მიდგომა არსებული პრობლემის მიმართ, მაშინ თვითმმართველობა სანქციების გამკაცრებაზე იფიქრებს.
 
პრობლემის აღმოსაფხვრელად როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სამსახურები, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ გამკაცრებული სანქციები მეპატრონეების ფინანსურ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...