მთავარისიახლეებიკონფლიქტებივინ განახორციელებს ტვირთბრუნვის მონიტორინგს ფსოუზე გამავალ საზღვარზე რუსეთსა და ...

ვინ განახორციელებს ტვირთბრუნვის მონიტორინგს ფსოუზე გამავალ საზღვარზე რუსეთსა და საქართველოს შორის?

Published on

 პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს ტვირთბრუნვის მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საქართველოს ამის შესაძლებლობა არა აქვს.

ლაპარაკია ჯერ კიდევ 2011 წელს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების რეალიზაციის დაწყებაზე, რომელიც წლებია ჭიანურდება, თუმცა კი ეს იყო ერთერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც საქართველომ წამოაყენა, როცა  WTO-ში რუსეთის გაწევრიანებას დასთანხმდა.

აბაშიძე ამბობს, რომ მუშაობა ამ საკითხზე მთელი ეს წლები  მიმდინარეობდა და ახლა საქმე მისულია მონიტორინგის დეტალების დაზუსტებამდე, რაც სამუშაო ჯგუფების დეკემბერში დაგეგმილ  მორიგ შეხვედრაზე უნდა მოხდეს, საქართველოს მხრიდან საქმეში ახლა უკვე არა აბაშიძე, არამედ ფინანსთა სამინისტროა ჩართული. 

 შეგახსენებთ, 2011 წელს მიღებული შეთანხმების თანახმად, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი ნეიტრალურმა შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს, რომელთანაც კონტრაქტები როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა უნდა გააფორმოს.

სიახლეები

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...