მთავარისიახლეებიკონფლიქტებილევან იზორია: სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

ლევან იზორია: სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

Published on

სირიაში საქართველოს დაახლოებით 50-მდე მოქალაქე იმყოფება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორია გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა. მისივე განმარტებით, სუს-ს ყველა მათგანის შესახებ ინფორმაცია აქვს  და ყველა მათგანზე, რომელზეც კონკრეტული მტკიცებულებები გაგვაჩნია, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. 
გარდა ამისა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, არსებობს პარტნიორი ქვეყნების მიერ მოწოდებული სხვა "ათასობით ადამიანის" შესახებ სია, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა იყვნენ საფრთხის მატარებელნი.
 საქართველოსთვის, ბუნებრივია, გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, მაგრამ ეს არ არის მაღალი კატეგორიის. მაღალი კატეგორიის რისკები ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო აქვთ ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ არიან  ჩართულნი საბრძოლო მოქმედებებში", – განმარტა იზორიამ.

მისივე განცხადებით, დაგეგმილია კონტროლის გამკაცრება საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც. "სტრატეგიაცაა შემუშავებული. ლაპარაკია, რომ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გამკაცრდეს კონტროლი. შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ტექნიკურად მოხდება ამის უზრუნველყოფა, რათა მოხერხდეს გარკვეული პიროვნების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ეს ტერიტორიები საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ კონტროლის გაძლიერება  ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც მოხდეს ", – განაცხადა იზორიამ.

სიახლეები

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...