მთავარისიახლეებისამართალისაქართველოდან ყალბი დოკუმენტებით გაყვანილია ჩვილი ბავშვები. პროკურატურა სათანადო რეაგირებას არ ახდენს

საქართველოდან ყალბი დოკუმენტებით გაყვანილია ჩვილი ბავშვები. პროკურატურა სათანადო რეაგირებას არ ახდენს

Published on

საპროტესტო აქცია იმართება ქუთაისში მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის წარდგენის გამო. აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილი.

პროტესტის გამოსათქმელად საკანონმდებლო ორგანოსთან 200-მდე მოქალაქე და ოპოზიციის წარმომადგენელი მივიდა. ისინი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეები გამოძიებას მოითხოვენ.

"საქართველოდან გაყვანილია ყალბი დოკუმენტებით ჩვილი ბავშვები. ყველა მტკიცებულება პროკურატურას გააჩნია. მაქვს შეკითხვა შოთაძესთან, დამისახელოს მტკიცებულება, რომელიც აკლიათ ამ საქმეზე. ასეთ მტკიცებულებას ვერ დაასახელებს შოთაძე, რადგან ყველა მტკიცებულება უკვე არსებობს. იმისათვის, რომ მე ეს კითხვა არ დამესვა, ბესელიამ არ შემიშვა პარლამენტში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძემ.

აქციაზე განცხადებები ასევე გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

 

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...