მთავარისიახლეებისპორტინონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია

ნონა გაფრინდაშვილი ისევ ჩემპიონია

Published on

ნონა გაფრინდაშვილი 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამ გამარჯვების მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტიც, რომ ჩემპიონი უკვე 74 წლისაა.

 ეს მორიგი გამარჯვება  ტიტულოვანმა მოჭადრაკემ იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა 

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნომბერს დასრულდა. პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხ–ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ტურში, ნონა გაფრინდაშვილი  ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა,  პარტია ფრედ დასრულდა, თუმცა ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი  ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).
მეხუთედ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან 
1978 წელს დათმო  (6,5:8,5).ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან. 

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

სიახლეები

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი, რომელსაც ნიღბის ტარებას და ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ, 4 დღით...

ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ...

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა. შემთხვევას პარასკევს, 17 ოქტომბერს მოხდა....

პოლიციამ ნინო ბერუაშვილი დააკავა

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნინო ბერუაშვილი. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. ირკვევა, რომ აქტივისტი 18...