მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსკოვში თურქეთის საელჩო დაარბიეს

მოსკოვში თურქეთის საელჩო დაარბიეს

Published on

მოსკოვში თურქეთის საელჩო დაარბიეს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა და შენობას ქვები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინა. მომიტინგეებმა ამ ფორმით თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგადება გააპროტესტეს. ინცინდენტის გამო მოსკოვი ანკარას საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება.   

რუსეთის პირველმა დიპლომატმა სუ 24–ის ჩამოგდებას დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის სამხედრო მეთაურობამ უკვე შეწყვიტა კონტაქტი თურქ კოლეგებთან და რეგიონში საჰაერო თავდაცვითი სისტემების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და თურქეთი ისლამიზაციის პოლიტიკის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ჩვენც და გარწმუნებთ ბევრი სხვაც ხედავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ბოლო წლებში მიზანმიმართულად აწარმოებს ქვეყნის ისლამიზაციის პოლიტიკას. არ გამოვრიცხავთ მსგავსი ინციდენტების განმეორებას და თუ განმეორდება, რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება ჩვენი საბრძოლო ავიაციის ფრენების უსაფრთხოებას, არსებული ზომები არასაკმარისია, ამიტომ სირიის ბაზაზე განვალაგებთ C 300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი საპასუხო ნაბიჯი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით იმას, რაც გუშინ მოხდა და ყველა საშუალება იქნება გამოყენებული უსაფრთხოების დასაცავად,“ – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...