მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთში ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი დააკავეს

საფრანგეთში ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი დააკავეს

Published on

საფრანგეთში რუსული წარმომავლობის ისრაელელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი არკადი გაიდამაკი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომერსანტი მისი ადვოკატის, პოლ კლუგმანის, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საქმე ეხება 2000 წელს ანგოლაში იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ამ საქმეზე მას სასამართლოს მიერ 3 წლის წინ დაუსწრებლად ჰქონდა ბრალი წაყენებული. 

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნებაყოფლობით გამოცხადდა პარიზის ჟანდარმერიაში, სადაც მოხდა მისი დაკავება. 

გაიდამაკის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთში ე.წ. ანგოლაგეიტის საქმესთან დაკავშირებთ მიმდინარეობდა, რომელიც 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა.

გაიდამაკთან ერთად ამ საქმეში ფრანგი ბიზნესმენი, პიერ ფალკონე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი, ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა.

არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

2000 წელს არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილის ბანკის – როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის კონტრაბანდაში იყო ეჭვმიტანილი.

ამ საქმესა და მისი ბიძინა ივანიშვილთან კავშირების შესახებ სიუჟეტი გადაცემა  განსხვავებულ აქცენტებში ორი დღის წინ გავიდა.  

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...