მთავარისიახლეებიპოლიტიკა2016 წლის ბიუჯეტის პროექტი - შენიშვნები და რეკომენდაციები

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი – შენიშვნები და რეკომენდაციები

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დასკვნითი საჯარო განხილვა გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ ზუგდიდის მერი, საკრებულოს ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ დამსწრეებს 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განახლებული პროექტი გააცნო. მომდევნო წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 18 მილიონ 597 ათასი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონ 700 ათასი ლარით მეტია. აქედან, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 5 281 200 ლარით დაფინასდება. თავდაცვა – 221 000 ლარით, ინფრასტრუქტურის განვითარება – 5 365 000 ლარით. განათლება – 2 155 000 ლარით, კულტურა, რეელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები –       4 164 000 ლარით, მოსახლეობის ჯანდაცვა და უზრუნველყოფა – 1 211 000 ლარით. კახაბერ  ფარცვანიამ მერიის სამსახურებს საკრებოლოსა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნო. კერძოდ, საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის გაზრდა, ქუჩების ნუმერაციის პრობლემების მოგვარება, თეატრის დაფინანსების გაზრდა, ფენილკეტონური და ცელიაკიით დაავადებულ ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება, მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრის მშენბელობის დაფინანსება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდათ ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტის დაახლოებით 7 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელფასებზე, პრემიებზე და მომსახურეობებზე დაიხარჯება. ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მეტი კონკრეტიკაა საჭირო.  არჩილ თოდუას განცხადებით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია თუ რაში ხარჯავს ადგილობრივი ხელისუფლება თანხებს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დიდი ყურადღება დაეთმო საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დაფინასების საკითხს. დამსწრეების უმრავლესობის და ამავე დროს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, მუნიციპალიტეტი არ უნდა აფინანსებდეს საფეხბურთო გუნდს, მითუმეტეს მაშინ, როცა გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში.ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები თავს მოიყრის საბოლოო დოკუმენტში და უკვე ხვალ ქალაქ ზუგდიდის მერს გადაეგზავნება, ხოლო  შეხვედრის ბოლოს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან იმ შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისას გამოითქვა. რას გაიზიარებს ან გაითვალისწინებს ქალაქის მერი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ეს უკვე უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...