მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ნამოქმედარი სირიაში - თვენახევარში დაღუპულია 526 სამოქალაქო პირი, მათ შორის 137...

რუსეთის ნამოქმედარი სირიაში – თვენახევარში დაღუპულია 526 სამოქალაქო პირი, მათ შორის 137 ბავშვი და 71 ქალი

Published on

 

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მარტო 30 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე  დაფიქსირებულია ავიადარტყმების შედეგად დაღუპული 526 სამოქალაქო პირი, მათ შორის 137 ბავშვი და 71 ქალია. -ეს მონაცემები გამოქვეყნებულია სირიის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,დარღვევების დოკუმენტაციის ცენტრის'' ანგარიშში.

 დოკუმენტი ირწმუნება, რომ ყველა ეს ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვებს რუსეთის საიერისო თვითმფრინავებიდან, დაღუპულტა უმრავლესობის   ვინაობა დადგენილია, თუმცა ერთი ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. დოკუმენტში ასევე აღნისნულია, რომ მონაცემები ეხება მხოლოდ დამხოლოდ რუსულ დაბომბვებს, ხოლო ბაშარ ასადის სამთავრობო ავიაციისა და  ალიანსის მიერ ამავე პერიოდში განხორციელებული იერიშების შედეგების ანალიზი ჯერ არ დასრულებულა.

,,ჩვენ ამ ანგარიშებს ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს  მივაწოდოთ ფაქტები და გავახმაუროთ, რა ხდება სირიაში. გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ ანგარიშებს უსათუოდ მოჰყვება საყოველტაო დაინტერესება და ადექვატური რეაქცია, რაც დაიცავს სირიის სამოქალაქო მოსახლეობას, პირველ რიგში, რუსეთის ავიადარტყმებისაგან. – აცხადებს ცენტრის სპიკერი ბასამ ალ აჰმადი. 

 

.

სიახლეები

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...

დღეს სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება. საბა ჯიქიას სასამართლო...

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...