მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ ეჩხუბება ხიდაშელი ჰალიფაქსის უცხოელ მოდერატორს, როცა ქართველი პაატა ბურჭულაძეც იგივეს აცხადებს:...

რატომ ეჩხუბება ხიდაშელი ჰალიფაქსის უცხოელ მოდერატორს, როცა ქართველი პაატა ბურჭულაძეც იგივეს აცხადებს: ,,რუსეთი რომ ოკუპანტია, საქართველოს ბრალიც არის”

Published on

 "რუსეთის პროვოცირება", ეს არის ის, რაც ქართველებს არასდროს უნდა უთხრათ! – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორს, რომელმაც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად მოსკოვის მიზანმიმართული პროვოცირება ივარაუდა.

"იცოდეთ, ეს თქვენთვის დისკუსიის დასასრული იქნება…", -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა საუბრობს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე, რომ იგი 7 აგვისტოს დილით დაიწყო, მაგრამ ეს ომი დიდი ხნით ადრეა დაწყებული. მისი თქმით, ომის დაწყების საფუძველი 1991 წელი, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლების შესახებ განაცხადა და უარი თქვა მოსკოვის გავლენაზე. 
"მაგალითისთვის, ნატო-ს არსებობა უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის პროვოცირებისთვის. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, რომელიც უარს ამბობს, რუსეთთან თანაცხოვრებაზე, რომელიც ამბობს, რომ მე გავაკეთე განსხვავებული არჩევანი – ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთისთვის, რათა გააკეთოს ის, რასაც საქართველოში დღესაც აკეთებს. ყველა საუბრობს რუსეთ-საქართველოს ომზე, რომ იგი 2008 წლის 7 აგვისტოს დილას დაიწყო. სინამდვილეში ეს ომი დიდი ხნით ადრეა დაწყებული – 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლება გამოაცხადა და უარი თქვა მოსკოვის გავლენაზე…ამის შემდეგ ჩვენ სხვადასხვა ეტაპები გავიარეთ – 1991-1992-1994-1998 და 2008 იყო ერთ-ერთი ამ ეტაპებიდან. ჩვენ მუდმივად ომის რეჟიმში ვიყავით, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ მსხვერპლის მიუხედავად სოფლები, ქალაქები, ტერიტორიები, ხალხი რომლებსაც ვკარგავთ 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ჩვენ განვაგრძობთ სვლას და "არა"-ს ვეუბნებით ყველაფერს, რაც რუსეთის მიერ მშვიდობის სანაცვლოდ არის შემოთავაზებული", – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ყველაფერს რასაც სუვერენული საქართველო გააკეთებს და გადაწყვეტს, ხვალ, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან აღქმული იყოს როგორც მორიგი ნაბიჯი მისი პროვოცირებისთვის. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, ყირიმის ანექსია დიდი ალბათობით დაასრულებს დისკურსს იმის შესახებ, რომ რუსეთის პროვოცირებას ხელოვნურად ცდილობენ.
აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...